თეგებით ძიება

საღოლ საპატრიარქო! ამ ხალხს ამ ღამიდან შენ, საპატრიარქო, თავშესაფარზე ეუბნები უარს! - ირინა სარიშვილი

ყოფილი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი ქაშვეთის ტაძარში მომხდარი ინცინდენტის გამო მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

სამი მთვრალი აშკარად გამიზნულად ქაშვეთში შევარდნილი პროვოკატორის გამო მრევლი აღშფოთდა და ამიტომ დღეს ქაშვეთი დაიკეტება. 

საღოლ საპატრიარქო! სამი მოგზავნილი ან თუნდაც არამოგზავნილი მთვრალი ტიპის გამო კარებს უკეტავ ახალგაზრდებს, რომლებიც შეიძლება დაარბიოს ამ სისხლისმსმელმა ხელისუფლებამ, რომლებსაც სახლებთან უსაფრთებიან, ცემენ, ასისხლიანებენ მათ მოხუც მშობლებსაც კი! აი ამ ხალხს ამ ღამიდან შენ, საპატრიარქო, თავშესაფარზე ეუბნები უარს! საღოლ! ძალიან შორს ხარ ღმერთისგან, ძალიან შორს!

არა რუსულ კანონს!

არა რუსულ მთავრობას! - წერს სარიშვილი.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა განცხადება სადაც ვკითხულობთ, რომ მღვდლების მიმართ მომხდარი მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტის გამო ქაშვეთის ტაძარი საპროტესტო აქციების დასრულებამდე ღია აღარ იქნება და ღამით, ჩვეულ დროს დაიკეტება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა