თეგებით ძიება
12. 01. 2025 მსოფლიო

სლოვაკეთის პრეზიდენტი გაზის საკითხის გამო უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს

სლოვაკეთის პრეზიდენტი გაზის საკითხის გამო უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს. პიტერ პელეგრინიმ, რომელმაც ეს თანამდებობა 2024 წლის ზაფხულში დაიკავა, კიევში ვიზიტზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც რუსეთიდან უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი შეწყდა.

„კიევში მხოლოდ ფოტოების გადაღების მიზნით წასვლა უადგილოა, ვიდრე რუსეთის ფედერაციიდან გაზის ტრანზიტის საკითხი არ მოგვარდება“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

მედიის ცნობით, არჩევის შემდეგ პელეგრინი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩასვლას აპირებდა, მსგავსი ვიზიტები მან უკვე განახორციელა ყველა მეზობელ ქვეყანაში.

„მხოლოდ ფოტოს გადასაღებად თუ მომიწევს წასვლა და მეუბნებიან, რომ სლოვაკეთში არცერთი წვეთი ნავთობი და გაზი არ წამოვა, იქ ნამდვილად არ უნდა წავიდე. არავინ გაბრაზდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა