რუსეთში 21 წლის მამაკაცი მე-19 სართულიდან გადავარდა და ცოცხალი გადარჩა
რუსეთში, ქალაქ იაროსლავლში, 21 წლის მამაკაცი მე-19 სართულიდან გადავარდა და გადარჩა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
პირველადი მონაცემებით, მამაკაცი ელექტრო სადენებს გამოედო, რამაც ვარდნა შეამსუბუქა.
ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. კადრში ჩანს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი კორპუსის შესასვლელის მეტალის მოაჯირებს შორის, ფეხით მოსიარულე მოქალაქისგან რამდენიმე მეტრში ეცემა.
მედიის ცნობით, მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.