თეგებით ძიება

ჩვენი კანდიდატები მეორე ტურებში, 20-ვე საარჩევნო ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვებენ - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებში, 20-ვე ქალაქში მმართველი პარტიის კანდიდატები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" და "დესტრუქციული ძალები უკვე მერვედ დამარცხდნენ."

"ჩვენი კანდიდატები მეორე ტურებში, 20-ვე საარჩევნო ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვებენ და რაც მთავარია ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა", - განაცხადა ბრიფინგზე ღარიბაშვილმა.

საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის 20 ქალაქში მეორე ტურები გაიმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა