თეგებით ძიება

რა თქმა უნდა, სხვადასხვა სფეროა სპორტი და პოლიტიკა, მაგრამ პრინციპები ერთია - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

რა თქმა უნდა, სხვადასხვა სფეროა სპორტი და პოლიტიკა, მაგრამ პრინციპები ერთია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა განაცხადა.

"ეს გრძნობები ჩემთვის უცხო არაა, ასე ვთქვათ, კონკურენცია. აქედან გამომდინარე, მთავარი ისაა, რომ ჯანსაღ კონკურენციაში იყო ეს წინასაარჩევნო კამპანია და მშვიდობით დამთავრდა. რა თქმა უნდა, სხვადასხვა სფეროა სპორტი და პოლიტიკა, მაგრამ პრინციპები ერთია, შედეგი მიღებულია და ახლა ის ვალდებულებები, რაც გვაქვს მოსახლეობის წინაშე პირნათლად უნდა შევასრულოთ", - განაცხადა ხიჩეგაშვილმა ფორმულასთან საუბარში.

ცესკოს მონაცემებით, გორის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა პრიველივე ტურში გაიმარჯვა. ის 51.66%-ით ლიდერობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა