„მიიღებთ უარეს სახალხო მძვინვარებას! „ფეესბეს” ინსტრუქციები მუშაობს რუსებზე და არა ჩვენზე, ქართველებზე!“ - ალეკო ელისაშვილი
პარტია „მოქალაქეების“ლიდერი ალეკო ელისაშვილი გუშინ გამართულ ევროპულ მარშს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„დროშა ქართველთა – გორგასლიან. დავითიან, თამარიანი!!! ურეკეთ და აგინეთ ხალხს, ჩაუსაფრდით და ტურებივით ურტყით, არ დასაჯოთ გარეწარი მოძალადე პოლიციელები – მიიღებთ უარეს სახალხო მძვინვარებას!
ფეესბეს ინსტრუქციები მუშაობს რუსებზე და არა ჩვენზე, ქართველებზე! გავიმარჯვებთ სულ მალე სახელოვნად”- წერს ელისაშვილი.