თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მრავალათასიანი აქცია იგეგმება

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ხვალ, 12:00 საათზე პრტიის ოფისში შეიკრიბებიან დაკავებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ფრთომასშტაბიანი აქციის გეგმებზე ისაუბრებენ.

„სპონტანური შეხვედრაა, ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო, მოგვადგა ემიგრანტთა შესანიშნავი ჯგუფი, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან. როგორც თავად ამბობენ, ეს არის უმცირესი ჯგუფი. ამიტომ გვინდა, ხვალ, 12:00 საათისთვის დავაანონსოთ უფრო დიდი შეკრება, რათა საკიდზე უკვე ჩამოვკიდოთ მხარდამჭერთა დიდი აქცია, საერთო სახალხო მოძრაობა, რომელიც შეიქმნა. მოგებულია არჩევნები და ისინი აპირებენ თავიანთი პრინციპების, ხმების დაცვას, უპირველს ყოვლისა, თავიანთი პრეზიდენტის დაცვას, რომელიც გამომწყვდეულია ახლა ციხეში. ხვალ, 12:00 საათისთვის ჩვენ გვექნება კონკრეტული საინფორმაციო გეგმა, საკიდი, საათი დიდი ფართომასშტაბიანი აქციისა.

მოძრაობა არის მოძრაობა, ეს არ არის პარტია, ეს არის სახალხო მოძრობა, ამ მოძრაობაში ხალხს აქვს ხელში ყველაფერი – მიკროფონიც ხალხის ხელშია და ტრიბუნაც იქნება ხალხის ხელში. პარტიები, პოლიტიკოსები, რა თქმაა უნდა, ორი აზრი არ არის, მაგრამ კოორდინაცია იქნება სახალხო მოძრაობასთან და ყველაფერი ნებადართული იქნება ხალხისგან. ტრიბუნა, მიკროფონი ხალხს, მათი ლიდერის, პრეზიდენტი სააკაშვილის და მათი ხმების დასაცავად. სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში ამ ბანდიტურ, კლანურ მართლმსაჯულებას გავასამართლებინოთ პრეზიდენტი. გამოვაცხადებთ თარიღს დიდი, ფართომასშტაბიანი, მრავალათასიანი მიტინგის და ზუსტად გეტყვით ლოკაციის ადგილს. ძალიან მინდა, ადრე იყოს ლოკაციის ადგილი გამოცხადებული“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ფარულად საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა. სააკაშვილს საქართველოში 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა