თეგებით ძიება

"თბილისი არასოდეს გახდება ბო...ის, მკვლ...ბის, ნაცების საგრიალო ქალაქი, კახისთან მაგრად შეგვეშალა თბილისელებს!" - ხათუნა ხოფერია

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, უსამართლობაა, რომ კახი კალაძემ პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა.

„კახისთან მაგრად შეგვეშალა თბილისელებს! არახალია... სამწუხაროდ, გვემართება ხოლმე...
კახიმაც აღიარა საკუთარი შეცდომები.

ერთ-ერთი შეცდომა, ალბათ, არასწორი საკადრო პოლიტიკა და მისი მხრიდან უღირსთათვის გამოცხადებული ნდობა იყო.

აი, მაგალითად, სოფო ხუნწარია! „მანდავუშკასავით“ მიკრული კახიზე და მუზეუმების და პროექტების ფულით გაქსუებული.

„მზე სხვა საქართველოში ამოვიდაო“, ბედნიერმა განაცხადა ამ უზნეომ! ჰო და, მეორე ტურში მაგ მზეს დაგიბნელებთ, შე ძროხა!

მეორე ტური სირცხვილი სულაც არაა. პირიქით, აბანოსავითაა, სადაც თეთრი და შავი არ იფარება.
უფრო ამაზრზენი მმართველი პარტიის და მისი „ლიდერების“ ქცევები და უტვინო გადაწყვეტილებებია.

დილიდან, მიკროფონს ვერ მოწყვიტეს მდინარაძე. ე, ბიჭო, ვირს პიტნა ეჯავრებოდა და ცხვირში ტენიდნენო! დაჯექი რა ჩეროში! ხომ ნახე, წინა დღეს შენი ბჟუტურით თავი მოიჭერი და მთელმა ქვეყანამ ნახა, რომ არც პრემიერმინისტრი, არც შსს მინისტრი და არც სუსი გენდობა... რას აიგივებ შენ თავს კახისთან, ერთი დღე მაინც შეიკავე თავი ქულების დაწერისგან. არა და, არც ქულების დაერა გამოგდის და არც ეშვები მაგ საქმეს.

მაზრზენი იყო პარტიის გადაწყვეტილება, ტაშფანდურასა და შამპანიურთან დაკავშირებით! ეს უკვე მერამდენედ გვეკაიფება კობახიძე!... ხან ბიგვავას აბრალებს საკუთარ „ფრაერობას“ და ხან „სოციოლოგიას“. დაყენდი რაა... ან, სულაც, დაახვიე მაქედან. ხომ არ შეიძლება, მუდმივ რეჟიმში, ადამიანი საკუთარ ქაქში გვამყოფებდეს?!
რა ვიცი... ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს?!

ჯერ იყო და გახარია „აპახავა“ და მის ზუკუტურზე ინებივრა. ახლაა და, ღარიბაშვილის მოტანილ ქულებს იწერს უნამუსოდ. დიახ, ბოლნისი, დმანისი, მარნეული და ა,შ, ეგ სულ ირაკლი მიერ გატარებული პოლიტიკის (მათ შორის, საგარეო პოლიტიკის) ნაყოფია. რას ეტენები... სად ეტენები...

სჯობს, შენ „ნამუშვარს“ მიხედო ბათუმში! საკრებულოც ნაცებისაა და სამივე ოლქში ნაცმა მაჟორიტარმა გაიმარჯვა!
დიახ, აი, ესაა კობახიძის პარტიის რეიტინგი! და შრომის შედეგი!.
კახის კი, გამარჯვებას ვუსურვებ!

არა... ყველაფერს გავაკეთებ, რათა დადგეს ის შედეგი, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს ჩემი ქალაქის მერი!
შენ გაგიმარჯოს, კახი! ამდენ საკუთარი თავისთვის (სკამისთვის) მებრძოლების ხელში, საოცარი შედეგი დადე პირველ ტურში!

თბილისი არასოდეს გახდება ბო...ის, მკვლ...ბის, ნაცების საგრიალო ქალაქი!“ - წერს ხათუნა ხოფერია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა