თეგებით ძიება

"მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში და ბრძოლის სურვილს მიათმაგებს" - სააკაშვილი აქციის მონაწილეებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, საიდანაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. დეკანოიძემ აქციის მონაწილეებს სააკაშვილის წერილი წაუკითხა:

„მადლობა ჩემო დებო და ძმებო. მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში და ბრძოლის სურვილს მიათმაგებს, "ვაწვებით" გამარჯვებამდე“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მხარდამჭერების აქცია "თავისუფლება მიშას" იმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა