თეგებით ძიება

„6 კვირა არ გავა და მიხეილ სააკაშვილს გამოუშვებენ ციხიდან“ - ინაშვილი

„მინდა ყველამ დაიმახსოვროს დღევანდელი დღე, არ გავა ექვსი კვირა და მიხეილ სააკაშვილს უკამათოდ გამოუშვებენ ციხიდან“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა 2011 წლის რეალობაში დაბრუნდა.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი 6 წელი იჯდება ციხეში. მე მინდა ყველამ დაიმახსოვროს დღევანდელი დღე, არ გავა ექვსი კვირა და მიხეილ სააკაშვილს უკამათოდ გამოუშვებენ ციხიდან. ვგეგმავთ მოქმედებებს, უახლოეს მომავალში საზოგადოებას აუცილებლად გავუზიარებთ ჩვენს სამოქმედო გეგმას. ჩვენ არ შევეგუებით ამ ყველაფერს და ვიმოქმედებთ ძალიან აქტიურად", - განაცხადა ინაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა