თეგებით ძიება

"გახარია მიშას სატელიტია" - გიორგი ხელაშვილი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა "დღის კურიერში" თქვა, რომ გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის სატელიტია.

"ეს [არჩევნების შედეგები] გარკვეულწილად, მოულოდნელი იყო, სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ საჭირო გახდა მეორე ტური. ვფიქრობ, აქ ძალიან დიდი როლი ითამაშა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გახარიას ფაქტორმა, რომელმაც "ქართული ოცნების" მომხრეების ნაწილის დარწმუნება მოახერხა იმაში, რომ ის ჯერ კიდევ წარმოადგენს "ქართულ ოცნებას" და არ არის დაკავშირებული "ნაციონალურ მოძრაობასთან". ის არის ჩვენგან დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, რომელიც, ამ შემთხვევაში, წარმოადგენს ენმს-ს, პირადად მიხეილ სააკაშვილის სატელიტს და სამწუხაროდ, მან მოახერხა მიეღწია თავისი პოლიტიკური დავალებისთვის, რაც იყო მეორე ტურის მიღწევა", - განაცხადა ხელაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა