თეგებით ძიება
11. 05. 2024 მსოფლიო

მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთი მოვიდა მოსაკლავად, დასაპყრობად და გასანადგურებლად

რუსეთი მოვიდა მოსაკლავად, დასაპყრობად და გასანადგურებლად - ხარკოვის რეგიონი დღეს არის პირდაპირი და უპირობო დასტური უდავო ფაქტისა, რომ იქამდე სანამ რუსეთის ფედერაცია არ დამარცხდება, საფრთხე სწრაფად გაიზრდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი გამუდმებით ზრდის მის დესტრუქციულ ექსპანსიასა და ესკალაციას და ის აკეთებს ამას მაქსიმალურად დემონსტრაციულად. „ხარკოვის რეგიონი დღეს - ეს არის პირდაპირი და უპირობო დასტური უდავო ფაქტისა, რომ იქამდე სანამ რუსეთის ფედერაცია არ დამარცხდება, საფრთხე სწრაფად გაიზრდება. რუსეთს არ სურს მშვიდობა, არამედ სურს ომი, შიში, მორჩილება და დაუსრულებელი მილიტარიზაცია. სწორედ ამიტომ მიღებულ უნდა იქნას ერთი მარტივი ფორმულა - რუსეთის ფედერაცია უნდა დამარცხდეს და ამის მისაღწევად აუცილებელია ეკონომიკის გამკაცრება- რეალური სანქციები და სამხედრო ინვესტიციები. სავალდებულოა უკრაინის აღჭურვა საკმარისი სამხედრო აღჭურვილობით აქ და ახლა და რუსეთის ფედერაციასთან ლაპარაკის პოლიტიკასთან მიუბრუნებლობა შიშის გამო“, - განაცხადა პოდოლიაკმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა