თეგებით ძიება

"არანაირ ექსტრადიციაზე საუბარი არ იქნება, მით უმეტეს ჩემი მხრიდან" - კახა კუჭავა

მსჯავრდებული პრეზიდენტის დაკავება ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე გავლენას არ მოახდენს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიევში განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციაზე საუბარიც კი ზედმეტია.

"ბუნებრივია ამ საკითხსაც შევეხებით და ვისაუბრებთ, მაგრამ არანაირ ექსტრადიციაზე საუბარი არ იქნება, მით უმეტეს, ჩემი მხრიდან. ამაზე შესაბამისი უწყებები ითანამშრომლებენ, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვსაუბრობთ მსჯავრდებულზე, რომელმაც, ძველი საქმეები რომ ამ მომენტში გვერდზე გადავდოთ, პირდაპირ დაარღვია კანონი როგორც ერთი, ასევე მეორე ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით, ამიტომ ზედმეტია და ვერც იქნება პოლიტპატიმრობაზე ან რამე მსგავსზე საუბარი.

ჩვენ ვართ ორი მოძმე ერი, სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გეგმა თანამშრომლობის კუთხით, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების საერთო მტერი და ბევრი სხვა მიზეზი. ვერ გახდება ერთი ადამიანი ამ ორ ქვეყანას შორის განხეთქილების საგანი", - განაცხადა კახა კუჭავამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა