თეგებით ძიება

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, დღეს ქვეყანას ჰყავს მდარე ხარისხის ოპოზიცია - ალუდა ღუდუშაური

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვისა და ჩვენი მოსახლეობისთვის, დღეს ქვეყანას ჰყავს ერთი მხრივ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წამსვლელი ოპოზიცია და ამავე დროს ძალიან უხარისხო და მდარე ხარისხის ოპოზიცია. იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ჯერ კიდევ გულწრფელად სჯერა, რომ რაღაცას აპროტესტებს, მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ მეგობრები, თქვენ ხართ იმ ადამიანების გვერდით, რომლებსაც შუე₾ძიათ ტყუილი და შეუძლიათ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ დეკლარირებულად წასვლა, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიაკში“.

„პარლამენტის წინ გაათენებინეს ადამიანებს, თვითონ შენობაში იყვნენ თბილად, კომფორტულად. ჩვენი მოსახლეობის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ სამი დღით ადრე იდება პარლამენტის ვებ-გვერდზე შესაბამისი კომიტეტის სხდომის თარიღი, დრო, დღის წესრიგი და ყველა დეტალური ინფორმაცია. მათთვის ძალიან კარგად იყო ეს ცნობილი. დეპუტატებს, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა, შევიდნენ მითითებულ დარბაზში, ჩვენ იქ ოპოზიცია ვერ დავინახეთ, თუმცა გარეთ იყვნენ. კომიტეტის დარბაზის გარეთ იდგნენ, ზოგი სელფს იღებდა და ზოგი სარკეში ტუჩსაცხს ისვამდა. აი ასეტი მძიმე რეალობა იყო“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა