თეგებით ძიება

„ამ კაცს რომ ვხედავ იმედი მეძლევა, ყველა ვითარებაში, ყველა კადრში ვეძებ!“ - მელი თურმანიძე

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი მელი თურმანიძე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელზე წერს:

„აუცილებლად უნდა დავწერო ხუსეინ სირაბიძეზე, ვინც იცნობს ყველამ იცის, როგორიც არის და ვინც არ იცნობს უნდა იცნობდეს!“ - ვკითხულობ ირინე წუწუნავას სტატუს, ვფიქრობ რომ მე არ ვიცნობ და უნებურად კომენტარების კორიანტელს მივყვები:
„ამ კაცს რომ ვხედავ იმედი მეძლევა, ყველა ვითარებაში, ყველა კადრში ვეძებ!“
„ასეთი პროფესიონალი და თავდაუზოგავი, ბევრი ჩვენს ქალაქს!“
„ღირსებით სავსე ადამიანი!“
“მაგარი მამა, მაგარი მეუღლე, მაგარი მეგობარი, თავდაუზოგავი თავის საქმეში.“
....
....
....
„და ყველა იმ საქმესთან ერთად, რომელსაც ამდენი წელია უძღვება, მუდამ დაუზარებლად, პასუხისმგებლობით და ზრდილობიანად პასუხობს თითოეულ ზარს!“
ვინაა ხუსეინ სირაბიძე? რატომ უყვართ ასე ძალიან? არდა, რამდენად ლამაზი და იოლი იქნებოდა ცხოვრება, ზემოთ ჩამოთვლილი უნარების ნახევარი მაინც რომ ქონდეს, ყველა ჩვენთაგანს!
დაბადების თარიღი და ადგილი : 1960 წლის 19 თებერვალი, ქედიას რაიონი, სოფ. გეგელიძეები.
საქმიანობა:
01.2004-დან დღემდე - ქ. ბათუმის მერიის სახანძრო დაცვისა და საგნგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსი.
განათლება: ქ. ხარკოვის სახანძრო-ტექნიკური სასწავლებლის სახანძრო ტექნიკის სპეციალობა. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, ეკონომისტ-იურისტის სპეციალობა.
... ძალიან რთულია ჩემი პროფესია, მაგრამ ფიქრადაც არ მომსვლია ადგილი შემეცვალა, -ამბობს ის ღიმილით.
ყველაზე რთულსა და კრიტიკულ ადგილებში, წინა ხაზზე დგას, მისი გამოჩენა იმედით ავსებს ქალაქს. საშინელი ტკივილით იხსენებს შემთხვევებს, როცა ადამიანების გადარჩენა ვერ შეძლო... უკვე სამოცი წლის ხუსეინ სირაბიძე, 41 წელია სახანძრო-სამაშველო სისტემაში მუშაობს, ოჯახი სევდიანი სიამაყით იხსენებს, რომ მათ არ ახსოვთ მამასთან ერთად გატარებული ახალი წელი, ის მუდამ სამუშაოზეა....
„-ერთადერთი თხოვნა მაქვს, შესასვლელებს ნუ ჩაგვიკეტავთ“, -მორიდებული ღიმილით ამბობს ხუსეინი.- ბევრჯერ ხელით გადაგვიადგილებია მანქანები, რომ ხანძრამდე მიგვეღწია...
უპრეტენზიო, კეთილი, სიყვარულით სავსე, უყვარს თავისი ქალაქი და უყვარს ქალაქსაც, ის!", - წერს თურმანიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა