თეგებით ძიება

"უკვდავების გადაძახილი" – 26 სექტემბერს აფხაზთა კრება გმირთა მემორიალთან აქციას გამართავს

26 სექტემბერს, 20:00 საათზე აფხაზთა კრება გმირთა მემორიალთან გამართავს აქციას სახელწოდებით – უკვდავების გადაძახილი. 

პლატფორმის მიხედვით, აქციის დროს გმირთა მემორიალთან პიროვნულად მოიხსენიებენ სამშობლოსთვის თავდადებულებს და მოხდება ომებში დაღუპული გმირების სიის წაკითხვა.

"უკვდავების გადაძახილი არის ტრადიცია, რომელსაც საფუძვლი ჩაეყარა 2014 წლის 26 სექტემბერს, იმ გმირების მოსახსენიებლად, რომლებმაც თავი გაწირეს რუსეთ-საქართველოს ომებში ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის. შემოგვიერთდით რათა ერთად გავაგრძელოთ ტრადიცია, რომელიც ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულ გმირთა სახელების უკვდავყოფას! დიდება გმირებს" – წერენ ორგანიზატორები. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა