თეგებით ძიება

ჩვენ უფრო ახლოს ვართ ომის დასასრულთან, ვიდრე ვფიქრობთ - ზელენსკი

"ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, ვიდრე ვფიქრობთ. ახლოს ვართ ომის დასასრულთან", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ABC News-თან ინტერვიუში.  ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოკავშირეებს გააძლიერო უკრაინის არმია. 

"გამარჯვების გეგმა ეს უკრაინის გაძლიერებაა. სწორედ ამიტომ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მოკავშირეებს, რომ გაგვაძლიერონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.  ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, ვიდრე ვფიქრობთ. ახლოს ვართ ომის დასასრულთან", - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ ჟურნალისტს უთხრა, პუტინს კურსკის ოპერაციის "ეშინია".

"ეს სიმართლეა. მას ძალიან ეშინია. რატომ? იმიტომ, რომ მისმა ხალხმა დაინახა, რომ მას არ შეუძლია მთელი თავისი ტერიტორიის დაცვა" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

მისივე თქმით, მხოლოდ "ძლიერი პოზიციიდან“ შეუძლია უკრაინას "აიძულოს პუტინი ომის შეაჩეროს".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა