თეგებით ძიება

თუ ეკლესიის არ გწამს, ეკლესიურად არ ცხოვრობ, ეკლესიის მრევლი არ ხარ და საპატრიარქოს აგინებ, რა ნამუსით სთხოვ ამ ეკლესიას რაიმეს - ამირან სალუქვაძე

პოლიტოლოგი ამირან სალუქვაძე გარდაცვლილი ადამიანისთვის წესის აგების თუ არ აგების გამო დაწყებულ დებატებს ეხმიანება:

წესის აგებაზე მუდმივი ხმაური აქვთ არაეკლესიურად მცხოვრებ ხალხს, ხან სუიციდის შემთხვევისას, ხან ეკლესიიდან გასულებისთვის ითხოვენ წესის აგებას. ახლა კესარიას გამო იყო ხმაური. პოსტი გარდაცვლილს არ ეხება.

როცა ვუფიქრდები, ამ ხმაურს მეტწილად პოლიტიკური მოტივი და ეკლესიის იმიჯის დაზიანება აქვს მიზნად. სხვა მიზანს და გამართლებას ვერ ვხედავ. არიან უწიგნურებიც.

თუ ამ ეკლესიის, მართლმადიდებლობის არ გწამს, ცხოვრობ ისე, რომ შენი ცხოვრების წესი, ან კონკრეტული ქმედება ეწინააღმდეგება ჩვენი ეკლესიის წესებს, არ ითვალისწინებს გარდაცვალების შემთხვევაში წესის აგებას, რატომ გაქვთ პრეტენზია ამ ეკლესიასთან, ან ასეთ წესის აგებას რა აზრი აქვს?

ვიმეორებ, თუ ეკლესიის არ გწამს, მღვდელმსახურების არ გწამს, ეკლესიურად არ ცხოვრობ, ეკლესიის მრევლი არ ხარ და საპატრიარქოს აგინებ, ან რა ნამუსით სთხოვ ამ ეკლესიას რაიმეს, ან ამ ეკლესიისგან წესების დარღვევით ჩატარებული წესის აგება ვის რას მატებს? თავს იტყუებთ, თუ ღმერთს ატყუებთ?

წესს უგებენ ეკლესიის მრევლეს, ეკლესიურად მცხოვრებ გარდაცვლილს. წესის აგება სამოთხის საგზური კი არაა. წესის აგებისას ეკლესია მისი მრევლის წარმომადგენლის სულის ცხონებისთვის ლოცულობს. მრევლი ხდები, როცა ინათლები. არის ქმედებები, რომლებსაც ეკლესია ღმერთის უარყოფად თვლის. ესაა სულ. 

ეკლესიას ეუბნებიან შენი წესები არ მაინტერესებს, წესი აუგეო. მესმის იმ ახლობლების, რომლებიც ეკლესიის მრევლი არიან და სურთ თავის ახლობელი ყველა წესის დაცვით გააცილონ ამ ქვეყნიდან. მაგრამ ვინც ამ ეკლესიის მრევლი არ ხართ, რას აჩხრიალებთ კლავიატურას?

რომელი კონფესიისაც გწამთ, იქ ილოცეთ და წესსაც იქ აგიგებენ - წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა