სანქციები ივანიშვილისთვის ბოლო გაფრთხილებაა - სალომე სამადაშვილი
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დასაწესებელ სანქციებს ერთგვარ გაფრთხილებად მიიჩნევს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ დასავლელი პარტნიორის გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის მიმართ ბოლო გაფრთხილებაა, რომელსაც შემდგომ კონკრეტული მკაცრი ნაბიჯები აუცილებლად მოყვება.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, ეს შანსი მოგვცა. ახლა გვეუბნებიან, რომ ეს ჯადოსნური კარი არის გახსნილი, ოღონდ ამ კარში რომ გამოიაროთ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ უნდა შედგეთ. ბიძინა ივანიშვილს ეუბნებიან, რომ შენ თუ ხელს შეუშლი პროცესს, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, შენ მიმართ იქნება გატარებული სანქციები და შესაბამისად, შენ და რეჟიმი იქნებით დასჯილი. ეს არის ბოლო გაფრთხილება ივანიშვილისთვის არჩევნების წინ", - ამბობს სალომე სამადაშვილი.