თეგებით ძიება

კესარია გახდა ხატი ყველასთვის, ვისაც საზოგადოების ბორკილებისაგან განთავისუფლება სურდა - ფადი ასლი

ბიზნესმენი ფადი ასლი სოციალურ ქსელში წერს:

რატომ იყო კესარია აბრამიძე ყველაზე მამაცი ადამიანი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში შემხვედრია.

კესარიას პირადად არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ ის ჩემი მეგობარი იყო ფეისბუქზე. დროდადრო ვიწონებდი მისი სურათებს და ის ხშირად წერდა კარგ კომენტარს ჩემი პოსტების ქვეშ, როგორც წესი სასაცილოს.მისი კომენტარები ყოველთვის ისეთივე მსუბუქი იყო, როგორც ყვავილზე ჩამოსული პეპელა.

ყოველთვის მეგონა, რომ მისი ლამაზი და სრულიად ქალური ქცევის ქვეშ ძალიან ძლიერი პიროვნება იმალებოდა. კესარია გრძნობდა, რომ არასწორ სხეულში დაიბადა; მის მგრძნობელობას, ქალურობასა და ცხოვრებისეულ მისწრაფებებს სჭირდებოდა სხვა მექანიზმი, რათა განხორციელებულიყო.

ქვეყანაში, სადაც ადამიანების უმეტესობა კრიტიკის შიშით საკუთარ აზრს ვერ გამოთქვამენ,სადაც ბევრი ყველაფერს მალავს იმისათვის, რომ თავი აარიდოს საზოგადოების აფეთქებას , კესარიას ჰქონდა გამბედაობა, გაეკეთებინა რაც სურდა ღიად და გაბედულად, უარყო კრიტიკა და დაცინვა. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისგან.

კესარიამ ეს ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთა, არც ერთი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციისგან დაცვას არ ითხოვდა. იგი დაუპირისპირდა ბევრ ბოროტებას, გაბედულად იბრძოდა იმისთვის, ვინც სურდა შეექმნა საკუთარი თავისგან და  ჰქმნიდა  სილამაზის, ქალურობის და გამძლეობის საკუთარ ბრენდს.

კესარია გახდა ხატი ყველასთვის, ვისაც საზოგადოების ბორკილებისაგან განთავისუფლება სურდა; ის გახდა მისაბაძი მაგალითი ბევრისთვის, ვისაც ესმოდა, რომ გამძლეობა არის წარმატების გასაღები.

 ჩემ შვილებს პატარაობიდანვე , ვეუბნებოდი , რომ რაც არ უნდა გაეკეთებინათ ცხოვრებაში - კარგი იქნება ეს თუ ცუდი - ყოველთვის იქნებოდა ვინმე, ვინც მზად იყო გააეკრიტიკებინა ისინი. ამიტომ, იმისთვის, რომ გადაეწყვიტათ გაეკეთებინათ თუ არა რაიმე, მათ უნდა დაესვათ საკუთარი თავისთვის ორი კითხვა:

1- თავს ვნებ რამეს?

2- სხვას ვაზიანებ ? 

თუ მათი პასუხი იყო, რომ ისინი არ აყენებდნენ ზიანს საკუთარ თავს ან ვინმეს, მაშინ მათ შეეძლოთ გაეკეთებინათ ის რაც სურდათ და არ მიექციათ ყურადღება ხალხის ნათქვამს.

ის  გახდა ქალი როგორიც სურდა ყოფილიყო ისე რომ, არც თავი დაუშავებია და არც სხვისთვის მიუყენებია ზიანი; ამიტომ ზოგიერთის უარყოფითი საუბარი მის ტრანსფორმაციაზე მხოლოდ სუსტი სულის გამოხატულებაა, დატვირთული კომპლექსებით.

კესარია აბრამიძის გამბედაობა, დაუპირისპირდეს მთელ საზოგადოებას თავისი ჭეშმარიტი მე-ს საძიებლად, ყველა ჩვენგანისთვის არის ვაჟკაცობის, პატიოსნებისა და გამძლეობის გაკვეთილი.

მშვიდად განისვენე ლამაზო ანგელოზო; გმადლობთ, რომ იყავით მამაცი ადამიანი, თქვენ არასოდეს არ მიეცემით დავიწყებას - წერს ფადი ასლი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა