თეგებით ძიება

"მედია აშუქებს იმას, რასაც მიშა კიარა, რასაც უბრძანებს პოლიტსაბჭოს ელიტა” – იაგო ფრანგიშვილი

ექიმი, იაგო ფრანგიშვილი, რომელიც გერმანიაში მუშაობს და ცხოვრობს და რომელიც არჩევნების დღეს დაბრუნდა ქვეყანაში, სოციალურ ქსელში, წერს:

“კითხვები აქვს ხალხს, მართლაც და გაგიკვირდება.

ერთმა კარგმა ქართველმა ემიგრანტმა ,,მიშისტები ხართ, თუარა, ის 30% ამომრჩეველი ქუჩაში რატო არ გამოდისო?,,

ასე იკითხა…

დასავლეთში, განსაკუთრებით ევროპაში ხშირია, რომ ვიღაცა მეგობარი ან შენ თავად სადღაც სხვა ქალაქში გადადიხარ,

მოკლედ, გადაბარგება გადმობარგება ხშირია.

მე მინიმუმ 20ჯერ გადავბარგდი

მიგაქვს ყველაფერი,

ავეჯი, სამზარეულო, წიგნი, ჩანგალი, ყვავილი, სურათი, წვრილმანეულობა და ,,მილიარდი ქაღალდი,,

მოკლედ, უძნელესი, დამღლელი, საშინელი რამაა.

თუ ვინმემ ახლობელმა გთხოვა ამ ,,გადაბარგებაზე,, დახმარება, მაგარ სამუშაოს უნდა ელოდე.

სართულებზე ხელით ყუთების ატან ჩატანა, ან ამ ყუთებში ჯერ ჩალაგება, მერე ჩატანა, მანქანაზე დატვირთვა, მერე ატანა ისევ კიბეებით ახალ სახლში და ამოლაგება.

მაგარი საქმეა.

ჰოდა, წარმოიდგინეთ და დაგიძახა მეგობარმა ამ გადაბარგებაზე დასახმარებლად, მიხვედით და თვითონ ზის ტელევიზორთან, მიირთმევს პიცას და თქვენ გაძლევთ მითითებებს.

მიხვალ ერთხელ ასეთთან და მორჩა.

სულელი ხოარ ხარ რომ 8 ჯერ მიხვიდე?

მინიმუმ ხუთჯერ მოვიდა ხალხი და გაუშვი სახლში.

არასოდეს ყოფილა ისე, რომ ვინმე პარტკომი ან პოლიტსაბჭო სადმე საპროტესტოდ გასულიყო და ეთქვა,

აი აქ ვართ და არსად წავალთ, ვიდრე აი ეს და ის არ მიიღწევაო,

და მაინც მივიდა ხალხი

რამდენჯერ მივიდა, არ დამითვლია…

ახლა არჩევნებზეც მივიდა და აბსოლუტურად ყველა ელოდა, რომ დაიცავდნენ შედეგს და ხმას.

მე ეს ჩემი თვალით ვნახე, ვიხილე, გავიგონე და მითხრეს,

ამხელა ნამგზავრი ხარ, დაველოდოთ შედეგებსო.

მეორე მხარეა ისიც, რომ

მედიასივრცე აშუქებს მხოლოდ იმას, რასაც მიშა კიარა, რასაც უბრძანებს პარტკომები და პოლიტსაბჭოს ელიტა.

აბა ნახეთ, უკვე 50მდე უცხოეურ ქალაქში გაიმართა შეხვედრა, მიტინგი, ესტაფეტა და რომელი ერთი ჩამოგითვალოთ?

რომელი გაშუქდა?

რამდენიმე წამით იყო 11.ოქტომბრის სტრასბურგი და მორჩა კინო.

რომ არა პირველი არხი, ალბათ არც ეს იქნებოდა.

ბათუმის აქცია ადრე გახსოვთ? ვანდალიზმიაო.

გახსოვთ, ქუთაისის აქცია, ათიათასობით რომ მივიდა სახლში წასვლა არ უნდოდათ, საერთოდ დაავიწყდათ, დააიგნორეს და ერთი კვირის მერე გაახსენდათ.

ან კიდევ, ზუგდიდის არჩევნების მერე სანდრას აქცია გახსოვთ? ქალამნებს ჩავიცვამთ და მარშით წავალთ თბილისისკენო,

რა მოხდა გახსოვთ?

როგორ წაამოაგდეს იმ ღამესვე ლოგინიდან ლიდერშიპი და ერთიმეორეზე მიყოლებით როგორ ამუნათეს სანდრა, რა ქალამანი, რა მარში, ისანი თუ რაღცაა მოსაგები 4 კვირაშიო…

გახსოვთ?

თუ ვინმემ რამე გააპროტესტა და საქმიანად და არაა რომელიმე მედიაბოსის სამეგობრო, ეგრევე, ან ,,შემოგდებული ხალხიაა,, ან ,,ბნელებია,, და ამგვარი.

პირამოკერილ ხალხთან რომ არ მიხვალ ტელევიზია და არცერთ სოციალურ მნიშვნელოვან თემას რომ არ გააშუქებ ძირეულად, ისე კიარა, ბიძინას გინება, არა ძირეულად, საიდან და სადაა პრობლემა ან ჯანდაცვაში, ან განათლებაში, ან საამშენებლო ბიზნესსი, ან ან ან

ამის მერე გიკვირთ ვინმეს რაიმე?

და ახლა ნახეთ, როგორ ეჩხუბება და ამუნათებს, აწყნარებს დემონსტრანტს მედია ბოსი, აქ არ გააკრა ეს პლაკატი, პოლიცია არ გააღიზიანოო.

კაცი შიმშილობს, ციხეშია და ციხესთან პროტესტისთვის მისულს ეუბნები, არ გააღიზიანოო

აბა რატო მივიდა იქ

რამდენ ხანს იყოს უმოქმედო მდუმარე აქცია?

ჰოდა, ამ ყველაფრის მერე, ვინმეს რომ კითხვა გაუჩნდება, ხალხი სადააო,

არ ვიცი რა ვიფიქრო

გამომელია და დამიშრა ფანტაზია…..

გაიგეთ, რომ ხალხი ზუსტად იმ პროტესტშია, როგორიც ჩაუნერგეთ თავში,

წყნარი, მდუმარე, არავანდალური, არაგამღიზიანებლური, არაპროვოკაციული

უბრალოდ უმოქმედო პროტესტშია ხალხი

ანუ ისეთში, როგორიც სურს ბიძინას, როგორიც დაავალა ბიძინამ იმ თავისი გობიდან მჭამელებს, რომ ასე დაარტახონ ხალხი.

წარმოიდგინეთ და მე პირადად მივედი ციხესთან და დავიწყე მეც შიმშილობა,

რა პრესა მექნება

რას დაგცინებენ, რას დაგამუნათებენ, რა წერილებს დაგიდებენ რომ ასე თქვა იმ კაცმა და ასეა ახლა საჭიროო და წავა ტვინის რეცხვა, გინება, ხორხოცი და ასე შემდეგ.

ერთმა კარგმა გოგომ დაწერა დღეს მოკლე პოსტი ინგლისურად

,,კოლექტიურად დგომას არავითარი ძალა არ უნდა,

მარტო დგომას უნდა დიდი ძალაო,,

ჰოდა, ეს ხალხი, ის ვითომდა 30%, სიმადვილეში კი გაცილებით მეტი, არის მარტო და მარტო დგომის, ვიღაცის სახორხოცე და ვიღაცის მიერ მარგინალად წოდების სურვილი არ გააჩნია.

ქართველმა ემიგრანტებმა, მაქ ჩამოსულებმა ივაჟკაცეს და სახლიდან გამოიყვანეს აქციის ორგანიზატორები, მაინც ჩაატარეს მიტინგი, არ მოერიდნენ საკუთარი თავების დათვლას რომ დაიწყებდა ვიღაცა.

საქართველოში კი მიმდინარეობს მასობრივი სამიტინგე ბრძოლა, ერთმანეთს უთვლიან თავებს და მერე ცხვირში ნიორად უსვამენ, აი ხო ხედავ, იმის აქციაზე არავინ მივიდა, იმის აქციაზე მარგინალები იყვნენო.

მარტო ბიძინა კიარ ითვლის თავებს,

ერთმანეთის მომხრეების თავებს უთვლით ერთმანეთს.

ამ ხალხს მადლობა უთხარით, საერთოდ რომ არჩევნებზე მივიდა და რაღაცა შემოხაზა", - წერს ფრანგიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა