თეგებით ძიება

"არც კი გაბედოთ სკოლების და ტრასპორტის დახურვა! ვაქცინაცია გახადეთ სავალდებულო და დაწიეთ ასაკობრივი ზღვარი 12 წლამდე!" - ხატია ყურაშვილი

კომუნიკაციების სპეციალისტი, ხატია ყურაშვილი კოვიდშემთხვევების ზრდის გამო, ქვეყენაში შესაძლო ჩაკეტვებს უარყოფითად აფასებს და საქართველოს მთავრობას მიმართავს:

"არც კი გაბედოთ სკოლების და საზოგადოებრივი ტრასპორტის დახურვა!
არავაქცინირებული ადამიანები არ დაუშვათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში! კაფე, რესტორანი, საჯარო სერვისები შეუზღუდეთ, ბანკში შესვლა და ასე შემდეგ!

ყველა დასაქმებულისთვის გახადეთ სავალდებულო ვაქცინაცია! (თუ არ არსებობს დადასტურებული სამედიცინო უკუჩვენება)
დაწიეთ ვაქცინაციისთვის დაწესებული ასაკობრივი ზღვარი 12 წლამდე!

და რაც მთავარია აწარმოეთ საინფორმაციო კამპანია. აუხსენით ადამიანებს, რომ ვაქცინის შედეგად არც რქები ამოუვათ, არც WiFi-ს დაიჭერენ! ეს თქვენი ვალდებულებაა, საქართველოს მთავრობა, რატომ ფიქრობთ, რომ დასავლეთი და განვითარებული სამყარო სულელია, როცა ყველა ეს რეგულაცია დააწესა და დაამარცხა კოვიდი!", - წერს ყურაშვილი ფეისბუქზე.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 774 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 37 ადამიანი, ხოლო 1623 პირი გამოჯანმრთელდა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა