თეგებით ძიება

"თქვენ უნდა ნახოთ შეშლილი მამა, გამწარებული შვილებს რომ უცდის..."

ბათუმში 8 ოქტომბერს 7-სართულიანი შენობს ნაწილი ჩამოიგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ადამიანი ერთი ოჯახიდანაა, 2 კი დედა-შვილი. ტრაგედიას 3 არასრულწლოვანის სიცოცხლე შეეწირა.

უბედურმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ლექსი, რომელიც ამ ტრაგედიას მიეძღვნა.

"დაიღუპაო გვითხრეს უეცრად,
მთელ ბათუმს უცებ რაღაცა უკვირს,
თქვენ უნდა ნახოთ შეშლილი მამა,
გამწარებული შვილებს რომ უცდის.

დილით მზეც კიარ დაუნახიათ,
ისე ამოხდათ კედლებში სული,
და მამის გულმა როგორ გაუძლოს,
მთელ საქართველოს რომ დაწყდა გული.

იქვე რომ ანგელოზიც გამოჩნდა,
თითქოს ანიშნა მაშველს ბავშვი,
და უცებ გვესმის სიტყვები მწარე,
ხელს ნუ ატკენთ ნელა დაუშვით.

ვფიქრობ, იქნებდა მივიდე ვნახო,
მაგრამ რავუთხრა, რით ვანუგეშო,
შვილის გარეშე მამას არუნდა,
არც დიდი სახლი, არც თეთრი წყარო.

და ნეტა მხოლოდ ბავშვის გამო?
არა, მას ჰყავდა ცოლი ერთგული,
იმ დღეს როდესაც მკვდარს უყურებდა,
რამდენს უძლებდა მისი ესგული.

მოკლედ ცუდია მაგრამ რასვიზამთ,
ღმერთმა არგუნათ სიცოცხლე მცირე,
ატარო მუდამ ასეთი ტვირთი,
მამისთვის არის ძალიან მძიმე.

არვის ვუსურვებ ასეთ გამოცდას,
ცხოვრებისეულს, შვილების ხარჯზე,
ყველა წუთს და წამს გაგახსენდება,
ვერ შეიჩერებ მწარე ცრემლს თვალზე.

მოვალთ,მოვალთ და სანთელს დავანთებთ,
იმ ადგილას რაც თქვენ დაგვიტოვეთ,
წმინდა ადგილას სადაც პატარა,
თქვენი შვილები რომ დადიოდნენ.

ავტორი: ნიკა ალიშანიძე


8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. გარდაცვლილთაგან 4 ერთი ოჯახის წევრია - დედა, მისი 2 მცირეწლოვანი შვილი და ბავშვების ბიძა. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა