"კოვიდ პასპორტის გარეშე რომ აეკრძალოს ყველას ხალხმრავალ ადგილებში შესვლა, მოიმატებს ვაქცინაციაც" - ეკა ჩხეიძე
მსახიობი, ეკა ჩხეიძე კოვიდშემთხვევბის მატების გამო, შესაძლო შეზღუდვებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"რისთვის აიცრა ჩემი 19 წლის შვილი,თუ ისევ ონლაინ ლექციებზე იჯდებოდა? მთელმა ევროპამ მოახერხა დარეგულირება- გახსნეს უნივერსიტეტებიც,თეატრებიც და კაფეებიც,ოღონდ,აცრილებისთვის!
იყოს ნებაყოფლობითი-ვისაც არ უნდა,ნუ აიცრება,ოღონდ იჯდეს სახლში..!
შეზღუდვები რომ დაუწესდებათ, უფრო აიცრებიან...
ვისაც სწავლა და საქმის კეთება უნდა, ვის ან რატომ უნდა ელოდოს? ან იქნებ გაწყობთ უსწავლელი თაობა??!?!
რა 4000 დღეში და თავიდან ჩაკეტვები??? დაგვცინით??? !!!
კოვიდ პასპორტის გარეშე რომ აეკრძალოს ყველას ხალხმრავალ ადგილებში შესვლა,მოიმატებს ვაქცინაციაც....ვისაც არ ენდომება,ღმერთმა კარგად ამყოფოს....გავიდა ცხოვრება...ისედაც ტ...ში ვართ!
ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს ჩხეიძე ფეისბუქზე.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 774 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 37 ადამიანი, ხოლო 1623 პირი გამოჯანმრთელდა.