თეგებით ძიება

“ათი წლის წინ, სააკაშვილი ტუალეტში რამდენჯერ გადიოდა დღეში ის ადარდებდა და აინტერესებდა!” – დავით ჭიჭინაძე

“ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებას ეხმაურება, სადაც ეს უკანასკნელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს:

“სააკაშვილის შიმშილობა არ მადარდებსო, ამბობს დღეს ნათია თურნავა, რომელსაც ათი წლის წინ, სააკაშვილის მარტო მენიუ კი არა, ტუალეტში რამდენჯერ გადიოდა დღეში ის ადარდებდა და აინტერესებდა!

ის თურნავა ამბობს, ვინც ათეული წლებია ძარცვავდა და ძარცვავს ქვეყანას!

ისე, დღეს აღმოაჩინეს “ოცნებაში”, რომ თურმე ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა და მორიგი სიბრძნე გამოაცხვეს –
იჯარებს აღარ გადავახდევინებთო მოიჯარეებს.

და ერთი ეს მინდა ვკითხო თურნავას და მისნაირ ჩინოვნიკებს “ოცნებიდან”,

იჯარას თუ არ ახდევინებთ, საბანკო სესხებს რატომ ახდევინებთ მაშინ ხალხს?
თან გაზრდილს!!!

იჯარის გადასახდელი შემოსავალი არ აქვთ და სესხის და პროცენტების გადასახდელი ააქვთ?!

მაგრამ ესეც “ოცნების” ხელისუფლების მორიგი კორუფციის წყაროა!

აქაც ისევ თავად აქვთ ინტერესები, თვითონ აფათურებენ ხელებს და ივსებენ ჯიბეებს და იმიტომ!”, - წერს ჭიჭნაძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ციხეში შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ადვოკატები საუბრობენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა