თეგებით ძიება

"ვინც ნებისმიერი სახით ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, ის ქვეყნის მოღალატეა!" - გიორგი ფხაკაძე

საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საქართველოში შექმნილ საგანგაშო მდგომარეობას ეხმიანება.

„74 გარდაცვლილი და რეალური ციფრი იცით რამდენია 150!!

ჩვენ ყველამ წავაგეთ დღეს, კიდევ ერთხელ… დიახ, ეს ბრძოლა წაგებულია და მსხვერპლი არის უდიდესი. სამწუხაროდ, ხვალ ისევ მომიწევს ამგვარი პოსტის დადება ….

დამნაშავე ვინ არის … ჩემზე უკეთ იცით …

ვინც ნებისმიერ ხალხმრავალ შეკრებას აწყობს, არის ქვეყნის მოღალატე! ვინც ნებისმიერი სახით ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, ის არის ქვეყნის მოღალატე!

სამედიცინო პირბადეს ვინც ყიდის დღეს 10 თეთრზე მეტად, უბრალოდ, ქვეყნის მოღალატეა!

დღეს წავაგეთ ბრძოლა…. მაგრამ ომი ჯერ არ წაგვიგია. ერთად უნდა გავიმარჯვოთ ამ ომში“,- წერს გიორგი ფხაკაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა