თეგებით ძიება

გამორიცხული არ იქნება, რომ პრეზიდენტმა ამნისტიის პროექტს ვეტო დაადოს - არჩილ გორდულაძე

სალომე ზურაბიშვილი ორი ერთმანეთზე გადაკიდებული ვაი პოლიტიკოსის შერიგების მცდელობით არის დაკავებული ერთი მიზეზით - ეს ადამიანი იღებს დავალებას და დავალების შესაბამისად მოქმედებს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს გამოეხმაურა.

„ქალბატონმა სალომემ დრო გამონახა და შეიწყალა აქციების დროს დანაშაულში ბრალდებული ადამიანი, მაგრამ დრო ვერ გამონახა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამნისტიის შედეგად გათავისუფლდებიან. გამორიცხული არ არის, პრეზიდენტმა ამნისტიის პროექტს ვეტო დაადოს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, 23 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე, მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიების გაერთიანების ჩაშლის მიზეზებად უნდობლობა, ეჭვი და ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური კულტურა დაასახელა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა