თეგებით ძიება

“გირგვლიანის მკვლელების გაპრავებას სხვა ქვეყნის PR-ი გეგმავდა თუ მანჯგალაძის ზურგსუკან წერდა გამოსვლის ტექსტებს?!…” – ხათუნა ხოფერია

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის წერილს ეხმაურება:

“მიშა თავანს იბარებს…

კიდევ ბევრს მოუწევს ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური წიაღსვლები!…

საინტერესოა, ფილებს და ხეებს რომ ნახულობდნენ მიშასთან ერთად, სამეგრელოდან ჩამოტანილ ვიდეოებს ჩუმად უყურებდა ხოლმე მიშა?…

გირგვლიანის მკვლელების გაპრავებას სხვა ქვეყნის PR-ი გეგმავდა თუ მანჯგალაძის ზურგსუკან წერდა ხოლმე გამოსვლის ტექსტებს?!… ჰო, აბა, ამას როგორ გაუბედავდა ჩვენებას….

მოკლედ რა… ამუშავდა მიშაფიქჩარზი…

ზოგი პეტიციას მოაწერს ხელს, ზოგი პოსტებს მიუძღვნის, ზოგი ეკრანზე ატირდება, ზოგი ციხესთან ჩაბჟირდება…

ფაქტი კი ერთია, მიშა ციხეშია და სასჯელი უნდა მოიხადოს!!!

ბასტა!…..”, - წერს ხოფერია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა