თეგებით ძიება

შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა - მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, ერთმანეთზე ცუდი საუბარი და მე ვთხოვე ბატონ მიხეილს, რომ მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად, ვიფიქროთ შერიგებაზე, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ იხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

სასულიერო პირი იმედოვნებს, რომ საერთო ენა გამოინახება.

"ვფიქრობ, ყველანი ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე. გამოსავალია, შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, ერთმანეთზე ცუდი საუბარი და მე ვთხოვე ბატონ მიხეილს, რომ მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად, ვიფიქროთ შერიგებაზე, ქრისტიანულ შერიგებაზე. ჩვენ ერთმანეთისთვის ბევრი გვაქვს მისატევებელი.

მე ბატონ მიხეილს ვთხოვე, მან თავისი მიმართვაში ჩაწერა - იმედია, თავის მიმართვაში გამოქვეყნდება ეს ყველაფერი. დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამოვა ციხიდან და დაიწყება ახალი ერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, იმით, რომ ყველანი, მოქმედი, წარსული და მომავალი ხელისუფლება ერთმანეთთან გამონახავენ საერთო ენას. იმედი მაქვს, ჩვენ ყველა გამოვნახავთ საერთო ენას", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ექსპრეზიდენტი დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა