თეგებით ძიება

"ანდერძს გიტოვებთ..." - რას წერს ირინა სარიშვილი

ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი ხვალ, 14 ოქტომბერს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"თუ ხვალ დილით აქ დამბლოკეს, ანდერძს გიტოვებთ:
ხვალ, 14 ოქტომბერს, საღამოს 6 საათზე შევხვდებით თავისუფლების მოედანზე სოლიდარობის აქციაზე: "თავისუფლება მიშას!"
ხვალ უნდა დავანახოთ ხელისუფლებას თუ რა რაოდენობის და ხარისხის ძალასთან ექნება საქმე 30–ში და მერე, თუ ცუდად მოიქცევა!
აბა ჩვენ ვიცით და ჩვენმა მონდომებამ!
თავისუფლება მიშას!
თავისუფლება საქართველოს!", - წერს სარიშვილი ფეისბუქზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ექსპრეზიდენტი დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა