თეგებით ძიება

" რას დამალოცინე თავი, თუ თანხა არ გქონდაო...შუბლზე ზეთი მომაცხო, კუპატი ხომ არ შეუწვავს?!" - რა ღირს ლოცვა?

სოციალური ქსელის მომხმარებელი, თამარ ხაჩიძე ტაძარში, სასულიერო პირთან თავს გადახდენილ ისტორიას წერს:

“არ ვიცი ამას რა დავარქვა, რას ვწერ ან როგორ ვწერ, უბრალოდ მაქვს უკიდეგანო შოკი, მოკლედ ფსიქოლოგიური სტრესი მაქვს მიცვალებულები მესიზმრება მელანდება, სულიერად ვარ ძალიან აფორიაქებული და გადავწყვიტე ეკლესიაში მივსულიყავი ცოტა დასამშვიდებლად, მივედი ამაღლების ტაძარში რომელიც მდებარეობს საფიჩხიის ცენტრში, ვილოცე ჩემთვის მერე მამაოსთან მივედი მოყოლა დავიწყე რაც მაწუხებდა და მითხრა მოიცა ჯერ წადი 1.50 თეთრიანი სანთელი იყიდე და ყველაფერი კარგად იქნებაო, წავედი და შევიძინე მერე სახელი და გვარი ჩაიწერა ჩემი, ზეთი წამისვა და მადლობა მამაოთქო და რომ გამოვდიოდი სად მიდიხარ 30 ლარი მომეციო მეთქი რა 30 ლარი არ მაქვს თან თანხათქო და აბა მე რავქნა მაშინ რას დამალოცინე თავიო გულში ვლოცულობდი მეო… არავის არ ვაკრიტიკებ ყველას მისი ცოდვის მოეტევება, მაგრამ ახლა მაქვს მე სრული შოკი როგორ ვიწამო ამის მერე მამაო? ან რამე? მე რწმენას ღმერთისას ვერავინ წამართმევს მაგრამ რატომ არიან ასეთები ღვთის მსახურები?

რატომ ვერ ვილოცებდი პირობითად 20 თეთრიანი სანთლით?

მესმის რომ ზეთიც გაძვირდა მაგრამ 30 ლარი? შუბლზე მომაცხო კუპატი ხომ არ შეუწვავს? ვინმემ დამამშვიდეთ და მითხარით რომ ასეთები არ არიან სხვებიც და მირჩიეთ ისეთი მამაო ვინც პიჯვრის გადაწერაში 30 ლარს არ მომთხოვს.. მადლობა”.

წყარო: alia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა