თეგებით ძიება

"მზად ვარ, მიშა სააკაშვილის ნაცვლად ციხეში დავჯდე" - ემიგრანტი მიმართვას ავრცელებს

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ნინო მოზესი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც წერს, რომ ის მზად არის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ნაცვლად ჩაჯდეს ციხეში.

"ღია წერილი ნიკა გვარამიას
გამარჯობა ბატონო ნიკა, მე ვარ ნინო მოზესი. თქვენი დახმარება მჭირდება ჩემი სურვილის მისატანად საქართველოს მთავრობამდე
ვცხოვრობ 20 წელია გერმანიაში. ვარ50 წლის ქალი, მყავს სამი შვილი, უკვე დიდები არიან. მაწუხებს ჩემი ხალხის გახლეჩვა. გამოსავალს ვხედავ შერიგებაში. ურთიერთპატიებაში. არასოდეს ვყოფილვარ პარტიული, საერთოდ არც მიცხოვრია მიშას დროს საქართველოში. მეტიც, არჩევნებშიც არასოდეს მიმიღია მონაწილეობა.

მაქვს კარგად აწყობილი და დალაგებული, უზრუნველი ცხოვრება გერმანიაში, მაგრამ მზად ვარ დავტოვო ყველაფერი და დავჯდე მიშა სააკაშვილის ნაცვლად ციხეში, რათა დაიწყოს დიდი შერიგება ქართველებში.

თუ ვინმეს სურს, შეუძლია შემომიერთდეს. მადლობა წინასწარ", - ნინო მოზესი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ექსპრეზიდენტი დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა