თეგებით ძიება

“მიმიფურთხებია თითოეული თქვენგანის მუნდირისა და “ღირსებისათვის”, თუ ამდენს ვერ ხვდებით” – მარიამ დოლიძე

“სირცხვილიას” წევრი მარიამ დოლიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს:

“ოფისის აივნიდან ვხედავ, როგორ შედიან 2 წუთში ერთხელ უსაფრთხოების შენობის ეზოში ყვითელი ავტობუსები. კოლონა არ წყდება. ყველამ ვიცით, ვინც შეჰყავთ.

მე მაინტერესებს, მშვიდობინად დაანონსებული აქციისთვის საჭიროა ამ ძალების მობილიზაცია და 5 ივლისს, ძალადობრივად დაანონსებული აქციის პირისპირ, მხოლოდ ჩემდამი კეთილგანწყობილი რამდენიმე პოლიციელების იმედად უნდა ვყოფილიყავი დარჩენილი?!

არსებობს ვინმე, ვისაც სჯერა, რომ ფაშისტებსა და მოძალადეებთან არ მეგობრობთ? ვინმეს სჯერა, რომ თავისუფლებაზე დატოვებული მოძალადე მახარაძესა და მორგოშიასთან არ სიამტკბილობთ?

მიმიფურთხებია თითოეული თქვენგანის მუნდირისა და ”ღირსებისათვის”, თუ ამდენს ვერ ხვდებით, ცალკე აღებული, როგორც მოქალაქეები და მერე, როგორც სამართალდამცველები შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia“, - წერს დოლიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა