თეგებით ძიება

"რატომაა "ოცნება" back to USSR?" - ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტება

რატომაა "ოცნება" back to USSR? - ამს სათაურით სოციალურ ქსელში პოსტს საქართველოს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ავრცელებს.

"ვინც ფაიზერისთვის ლოდინი არ გავრისკეთ და გაზაფხულზე ჩინურებით ავიცერით, დამატებით ფაიზერით აცრის ადამიანური შესაძლებლობა კი არ მოგვცეს. (არადა ვადა გასდის)

არა! "ლაზეიკა" დაგვიტოვეს (ბილეთის ჯავშანი) და გვითხრეს: იჩალიჩეთ!
ჩალიჩი - აი, ესაა ამ საბჭოური ნომეკლატურის, კრიმინალური სამყაროსა და ხაზინის ქურდების კორუმპირებული კონგლომერატის მთელი ფილოსოფია.
თან ნაჩალიჩარზე აღარც ფბ-ზე თუხთუხის თავი გაქვს და ფიქრობ: ჯანდაბას! მე ხომ ავიცერი.
დაინგრა ქვეყანა ამ ფილოსოფიით", - წერს ჭიაბერაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა