"ჰეზბოლა" ლიბანიდან ისრაელს მასიურად უტევს - ისრაელის საელჩო საქართველოში
"ჰეზბოლა" ლიბანიდან ისრაელს მასიურად უტევს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს და რუკაზე ცხელ წერტილებს მიუთითებს:
"ეს არის რაც დღეს ისრაელში ხდება: ჰეზბოლას უწვეტი სარაკეტო თავდასხმა ლიბანიდან.
ჩვენ არ დავუშვებთ ისრაელელების დატერორებას ჰეზბოლას, ან ირანის სხვა ტერორისტული დაჯგუფებების მიერ," - წერს საელჩო.
პარალელურად, ისრაელს საპასუხო იერიშები მიაქვს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე. სამიზნე "ჰეზბოლას" სარაკეტო დანაყოფის მეთაური გახდა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია თავდაცვის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი მდგომარეობის შესახებ, ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.
თავდასხმა დაჰიეს გარეუბანში მოხდა, რაც უკვე ისრაელის მეხუთე შეტევაა ბეირუთზე. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისინი უახლოეს პერიოდში გაავრცელებენ დამატებით ინფორმაციას.