თეგებით ძიება

ერდოღანმა აშშ-ს მოუწოდა თურქეთისთვის დაწესებული სანქციები გააუქმოს, რითაც თავდაცვითი შესყიდვები იბლოკება

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოუწოდა შეერთებულ შტატებს გააუქმოს სანქციები თურქეთის წინააღმდეგ, რის გამოც თავდაცვის შესყიდვები იბლოკება. 

ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვის სფეროში შეზღუდვები მთლიანად მოიხსნება. 

მანამდე კი, ერდოღანმა აშშ-ის მიერ თურქეთისთვის სანქციების დაწესება დაგმო და თქვა „ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენა ვაშინგტონის მხრიდან ანკარაზე ზეწოლის განხორციელების საბაბი იყო“.

როგორც ცნობილია, თურქეთ-ამერიკის ურთიერთობები თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო თავდაცვის სისტემის S-400 შეძენისა და სირიელი ქურთების აშშ-ის მხარდაჭერის გამო გაუარესდა, რასაც თურქეთი სასიკვდილო საფრთხედ მიიჩნევს.

2018 წელს შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა F-35 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება თურქეთისთვის. 

შეგახსენებთ, 2020 წლის 14 დეკემბერს, რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის გამო, აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა.

აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამმართველოსა და მის ხელმძღვანელს, ისმაილ დემირსაც. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა