თეგებით ძიება
24. 09. 2024 მსოფლიო

რუსეთში შეტყობინებების მართლმადიდებლური აპლიკაცია "ზოსიმა" გამოვა

რუსეთში ტექსტური შეტყობინებების ახალი აპლიკაცია, როგორც დამფუძნებელი ამბობს, Messenger-ის "მართლმადიდებლური" ვერსია, სახელად Зосима (ზოსიმა) გამოვა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა РИА Новости ავრცელებს. 

პროექტის ავტორის, ალექსეი აგალოვის თქმით, მომხმარებლებს აპლიკაციის საშუალებით ეკლესიის გვერდების შექმნა, შემოწირულებების შეგროვება და ტექსტური შეტყობინებების სხვა მომხმარებლებისთვის გაგზავნა შეეძლებათ.

"ჩვენი გადაარჩინე და შეინარჩუნე პროექტისთვის სპეციალური ტექსტური შეტყობინებების ახალი აპლიკაცია შევქმენით, მსგავსი Whatsapp-ისა, სახელად Зосима - წმინდანის პატივსაცემად. მას ჩვენი პარტნიორები ერთი წლის განმავლობაში წერდნენ, აპლიკაცია 2024 წლის ნოემბერში გამოვა. ეს მართლმადიდებლური Messenger-ი იქნება: საწყის ფაზაში, ის შეიქმნა, რათა მომხმარებლებს შორის ეკლესიების შესახებ ინფორმაცია გაცვლილილიყო. აპლიკაციაში თქვენ ეკლესიის გვერდის შექმნა, შემოწირულებების შეგროვება და ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა შეგეძლებათ". - თქვა აგალოვმა РИА-სთან საუბრისას.  

მე-15 საუკუნის ბერი, ზოსიმა სოლოვკელი რუსეთის ერთ-ერთი წმინდანია. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა