თეგებით ძიება

"ქმარმა მანქანაში ჩაიჯინა და ხეს მიახეთქა... ხერხემალში ოთხად გადატეხა" - ღიმილა სოფოს ტრაგიკული ისტორია

სოციალურ ქსელში ორი შვილის დედაზე ტრაგიკული იქტორია ვრცელდება... როგორც ფეისბუქზე წერენ, მისი სიცოცხლე მოძალადე ქმარმა იმსხვერპლა.

"სოფო
მე ღიმილა სოფის ვეძახდი...
იმიტომ, რომ ყოველ ღამე როცა ქმარი სცემდა, დილით მაინც ღიმილიანი სახით დადიოდა ქუჩაში, რადგან ბავშვები ბაღში მიეყვანა...
ბევრჯერ ვთხოვე გაშორდი-თქო ათასი თავშესაფარია და თავს უშველე-თქო, მაგრამ პასუხი ერთი და იგივე იყო...
სად წავიდე ნაათ, ხომ იცი დედა არ მყავს და დედინაცვალს ორი ბავშვით ვერ მივადგები არ შემიშვებსო...
ასე გრძელდებოდა დღეები...
ქმარი თუ სახლში არ იყო დედამთილი სცემდა...
და ამ ყველაფერს თავისი ორი ციცქნა ნინი და მარიამი უყურებდა, მაგრამ დედას ვერ შველოდნენ...
მერე მე ემიგრაციაში წამოვედი...
ერთი კვირის წინ გავიგე ისევ სცემეს და სახლიდან წავიდაო...ერთ ერთ თავშესაფარში ყოფილან დედა და შვილები.
მაგრამ ჩვენმა დამპალმა და ნაგავმა სტრუქტურამ უფლება მისცა ქმარს დაბრუნებოდა რადგან დიდი ხანი ვერ იქნებოდნენ თავშესაფარში.
ხელწერილი დააწერინა ნაბიჭვარ ქმარს ხელს არ დაარტყავდა...
არც დაურტყია...
უბრალოდ მანქანაში ჩაიჯინა და ხეს მიახეთქა. ხერხემალში ოთხად გადატეხა... და მერე იძახდა არც მოკვდა და არც მორჩაო...
თან დედამთილი მუხლმოდრეკილი ლოცულობდა, ოღონდ გადარჩეს და ფეხებს დავუკოცნიო...
აი ის დედამთილი, რომელიც უმოწყალოდ სცემდა... მარტო იმიტომ ლოცულობდა რომ თავისი გველი შვილი გადაერჩინა ციხეს...
დღეს ღიმილა სოფოს აპარატი გამოურთეს...
აზრი აღარ ჰქონდა მის წვალებას...
დღეს ნინი და მარიამი დაობლდა...
არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ გოგონებმა დედამისის გზა უნდა გაიარონ, რადგან ობლები არიან...
გოგონებო დაიცავით ობოლი გოგოები, გთხოვთ...
P.S თუ აქ ხარ ღიმილა სოფის ნაცნობი, იცოდე რომ შენც დამნაშავე ხარ, რომ ვერ შეიფარე...
მეც დამნაშავე ვარ, რომ ვერ დავეხმარე...
სოფელიც დამნაშავეა, რომ ვერ მიეშველა...
მაგრამ უკვე გვიანია...
დროულად ვიმოქმედოთ...
დროულად...
დროულად...
დროულად...", - წერენ სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა