თეგებით ძიება

"შემოგვხედე! გლახას კი აფერს დეინახავ. დეინახავ სიყვარულს! ერთმანეთი რომ გევიცანით - ვიცანით" - მეგრულ-გურული სიყვარულის ისტორია

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში მეგრულ-გურული სიყვარულის ისტორიაზე წერს.

"შემოგვხედე!
გლახას კი აფერს დეინახავ. დეინახავ სიყვარულს! მარა იმხელა სიყვარულია, რომე დურბინდი ხომ იცი, დურბინდი? მაი, ხომ ადიდებს და შენ დამპატარავებელი დაგჭირდება, კარგად რომ გაარჩიო.

სიყვარულს დეინახავ და მერე სიმღერას და ცეკვას. ერთმანეთი რომ გევიცანით - ვიცანით. ვიფიქრეთ, ერთი ფუთი მარილი გვაქვენ ნაჭამი გეგონება და არადა პირველად დევინახეთ ამ მეგრელმა ქალმა და გურულმა კაცმა მაშინ. კაი შეხედულები კი ვიყავით და არც ახლა დეგვეწუნება რამე. რას იტყვი? აჰაჰა, იმდენი რა გითხარი შენ. გვიკეთებ ხომ გულს? ხოდა, ერთმა რომ დუვუარე აჭარული, მეორეს ტანში ჟრუანტელმა დუუარა და ერთი რომ მღერის, მეორე ტანს კი არა, გულს ვაყოლებ.

სიყვარული არ ბერდებაო და რაფერ უნდა დაბერდეს? მაგას პროთეზი არ ჭირდება, მუხლის წამალი და სათვალე. ყავარჯენი კი უნდა ხანდახან, მარა ერთმანეთის ყავარჯენი უნდა იყო და აღარ იკოჭლებს.

დილას რომ წვიმს, წვეთების ხმა რომ ერთნაირად გვესმის, სა რომელმა მოაწკაპუნა, მაგია სიყვარული. დიდხნიანი სიყვარული.
ცოტა რომ დააგვიანებს რომელიმე და ჭიშკარზე გედევეყუდებით და უცებ თვალს აღარ გაკლია, გზის ბოლოსაც კი ხედავ, მაგია სიყვარული.
შემოგვხედე. შემოგვხედე და ისწავლე.

ნელი ციმინტია და გურამ გოლიაძე. მომღერალი და მოცეკვავე. მაკვანეთი", - წერს გიორგი კეკელიძე.
ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა