ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს არ დაუბრუნდება – კონსტანტინე ზატულინი
„ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს არ დაუბრუნდება“, – ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა, კონსტანტინ ზატულინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
Gazeta.Ru-სთან საუბრისას რუსეთის დუმის დეპუტატმა და ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისი კვლავ საუბრობს სოხუმთან და ცხინვალთან არსებული სიტუაციის მოგვარებაზე მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე.
მისი თქმით, რუსეთი არავითარ გავლენას, ზეწოლას, რესპუბლიკების გადაწყვეტილებებზე არ მოახდენს, რისი იმედიც, შეიძლება, ვინმეს ჰქონდეს.
„ჩვენ სრულიად განსხვავებული მორალი და დამოკიდებულება გვაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მიმართ. რაიმე გეგმა, რომელიც ამ გადაწყვეტილებას შეცვლის, არ არსებობს და არც იარსებებს“. – განაცხადა კონსტანტინ ზატულინმა.