ტრამპზე თავდამსხმელის შვილის სახლში FBI-მ ბაშვთა პორნოგრაფია აღმოაჩინა
დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავე რაიან უესლი რუთის შვილი, ორან რუთი პოლიციამ ბავშვთა სექსუალური შევიწროების ამსახველი ფოტოსურათების ფლობის ფაქტზე დააკავა.
ორან რუთი მას შემდეგ დააკავეს, რაც აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ჩრდილოეთ კაროლინის შტატში, ქალაქ გრინსბოროში მისი სახლი "ბავშვთა ექსპლუატაციასთან დაუკავშირებელი გამოძიების ფარგლებში" გაჩხრიკა და შესაბამისი მასალა აღმოაჩინა.
სავარაუდოა, რომ FBI სახლს ორან რუთის მამის მიერ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში ჩხრეკდა.
FBI-ს აგენტებმა ჩხრეკისას რამდენიმე ელექტრონული მოწყობილობა ამოიღეს, რომლებზეც, როგორც გამოძიებამ დაადგინა, რუთი ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველ ასეულობით ფოტოსურათს ინახავდა.
მამაკაცს, ბავშვთა სექსუალური შევიწროების ამსახველი მასალის მიღება-შენახვის საფუძველზე, ორი ბრალდება უკვე წარედგინა.
15 სექტემბერს ფლორიდაში, ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბის მოედანზე ორან რუთის მამამ, 58 წლის რაიან უესლი რუთმა სცადა, რომ ტრამპისთვის ესროლა. ამისთვის შეიარაღებული მამაკაცი მოედნის გარეთ რამდენიმე საათის განმავლობაში იცდიდა. რუთმა სროლა ვერ მოასწრო, რადგან აშშ-ს საიდუმლო სამსახურმა დროულად შენიშნა მისი AK-47-ის წვერი, რომელიც ბუჩქებიდან იყო გამოყოფილი.