თეგებით ძიება

"ადამიანს შვილი თუ ჰყავს გარდაცვლილი, ვინც არ უნდა იყოს, რაღაც ბარიერი აღიმართება ხოლმე" - ირინა სარიშვილი

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ თემებს ეხმაურება და წერს:

"ადამიანს შვილი თუ ჰყავს გარდაცვლილი, ვინც არ უნდა იყოს, რაღაც ბარიერი აღიმართება ხოლმე მასთან ურთიერთობაში ჩემთვის და თუნდაც არაფერში ვეთანხმებოდე, ვხედავდე რომ მარტო თავისი აწუხებს, სხვისი დარდი არა აქვს, თუნდაც იმასაც ვგრძნობდე რომ გარდაცვლილი შვილით და გლოვით რაღაც პოზას იჭერს ან სპეკულანტობს, მაინც ხმას არ ამოვიღებ ერთი მარტივი მიზეზის გამო – მისი შვილი მე მასზე მეტად არ მიყვარს.
მაგრამ აი თქვენ, ვინც თავად არ ხართ საკუთარი შვილის ჭირისუფალი და შეგიძლიათ პოლიტიკური თუ რაიმე სხვა სახის სიმპათია–ანტიპათიის გამო ეს არნახული უბედურება ერთმანეთისგან გაარჩიოთ, ერთზე იდარდოთ და მეორე ფეხებზე გეკიდოთ, თქვენ რა გქვიათ?!
ადამიანი, რომელიც დედამიწაზე არსებულ ტრაგედიათა შორის ყველაზე მძიმეს – შვილის სიკვდილს რაიმე სხვა ნიშნით აფასებს, ცხოველიც არ არის, რას ვერჩი ცხოველებს. არავინ არ არის, არც დედა, არც მამა, არც შვილი, არც მეგობარი, არც მტერი – ის არარაობაა და ასეთ არარაობებზე დგას დღეს ეს ხელისუფლება, რომელიც უნდა დასრულდეს! დასრულდეს! დასრულდეს!
და დასრულდება!", - წერს სარიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა