თეგებით ძიება

"ყოველი დილა იწყება ცრემლებით და ღამე შენი სურათების გარემოცვაში ჯოჯოხეთია" - კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახო ჩარკვიანის მამა, ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ემოციურ სტსტუსს აქვეყნებს:

"ჩემო ვახო სიტყვები არ მყოფნის 40დღეა უკვე შენ ჩვენ გვერდით აღარ ხარ.
ყოველი დილა იწყება ცრემლებით და ღამე შენი სურათების გარემოცვაში ჯოჯოხეთია.
თავს ვაძლევ იმის უფლებას,რომ სადმე გაცილებ და ველოდები შენთან შეხვედრას. როცა შენი ხმა მენატრება გიჟივით ვუსმენ შენს ხმას,მაგრამ აუტანელია უშენობა და როდის დამთავრდება ეს ჯოჯოხეთი რომ შენთან მოვიდე პირნათელი.
მალე შეხვედრამდე ჩემო ძმა და მეგობარო.
შენი გაიოზა", - წერს ვახო ჩარკვიანი მამა.

20 წლის ფეხბურთელი, ვახო ჩარკვიანი კორონავირუსით 10 სექტემბერს გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა