თეგებით ძიება

თაღლითობა ვაქცინით - "ამ კლინიკაში არც გაბედოთ მისვლა... ვაქცინის მაგივრად C ვიტამინი გაგვიკეთეს... ფულის გაკეთების მიზნით ითაღლითეს"

თაღლითობა ვაქცინაციით - სოციალური ქსელის მომხმარებელი, თათა დვალიშვილის ინფორმაციით, გოგელიას კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად, ც ვიტამინი გაუკეთეს.

"მეგობრებო, ამ კლინიკაში არც გაბედოთ მისვლა ისედაც შეუჩერებენ საქმიანობას, ვაქსიგრიპზე (სეზონურ გრიპის ვაქცინით) აცრაზე ჩავწერე შვილი და დედა , დიდი ისტორიაა როგორ, მაგრამ მივაკვლიეთ, რომ ვაქცინის მაგივრად ბავშვს და დედას გაუკეთეს ც ვიტამინი.

ავიღე ეჭვი რადგან საბუთი და ყუთი არ მანახეს და როცა ბავშვის აცრა გადავიფიქრე უცებ აუწიეს ხელი და დაარჭეს ნემსი ჩავარდი შოკში და ავტეხე ამბავი , მივყევი ბოლომდე , ჩავეთე მთელი თბილისი , ჩემი ქმარი შევარდა და აღიარეს რომ აცრეს ც ვიტამინით. ფულის გაკეთების მიზნით ითაღლითეს ერთ ვაქცინაში 75 ლარი გადავიხადეთ პატრული გვყავს გამოძახებული .აცრა გააკეთა თაღლითმა და ვითომ იმუნოლოგმა ვინმე გიორგი ჩანდლერმა , , რომელმაც ჩემი ქმრის დაჟინებული მოთხოვნით აღიარა დანაშაული და გაიქცა უკანა კარიდან , ხალხი აცრა ც ვიტამინით…", - წერს თათა დვალიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა