თეგებით ძიება

სააკაშვილი ციხეში, მინიმუმ, 6 წელი იჯდება, ქვეყანაში 3 წელი არჩევნები აღარ იქნება, ამ 3 წელში "ნაცმოძრაობა" საბოლოოდ დამთავრდება - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში, მინიმუმ, 6 წელი იჯდება, 3 წელიწადში კი "ნაციონალური მოძღაობა" საბოლოოდ დამთავრდება

"სააკაშვილი არის ციხეში, სადაც მინიმუმ 6 წელი იჯდება. ეს კი ქვეყანას დამშვიდების საშუალებას აძლევს. ასევე ქვეყნის დამშვიდების აუცილებელი წინაპირობა "ნაციონალური მოძრაობის" დამთავრებაა. ამ ქვეყანაში 3 წელი არჩევნები აღარ იქნება, შესაბამისად, აღარ ექნება "ნაციონალურ მოძრაობას" არავითარი ბერკეტი არც პოლარიზაციისთვის და არც დესტრუქციის შემოტანისთვის. ამ 3 წელში "ნაციონალური მოძრაობა" საბოლოოდ დამთავრდება,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკავილი დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა