თეგებით ძიება

ნიკა გვარამია დავით კირთაძეზე - ყველანი დავიცავთ კაცს, რომელმაც ყველაზე ნათლად და თვალსაჩინოდ დაგვანახა, როგორ „გაჟონა“ ბიძინას საარჩევნო სისტემამ

ყველანი დავიცავთ კაცს, რომელმაც ყველაზე ნათლად და თვალსაჩინოდ დაგვანახა, როგორ „გაჟონა“ ბიძინას საარჩევნო სისტემამ! - ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ცესკოში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის დავით კირთაძის წინააღმდეგ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით გამოძიების დაწყების ფაქტს.

გვარამიამ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ დავით კირთაძის მიმართ გამოძიება დაიწყო.

„დათო კირთაძეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ყველანი დავიცავთ კაცს, რომელმაც ყველაზე ნათლად და თვალსაჩინოდ დაგვანახა, როგორ “გაჟონა” ბიძინას საარჩევნო სისტემამ! გაგიმარჯოს, კირთა! “- განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, რომელზეც არჩევნების შედეგებს აჯამებენ დაპირისპირება იყო. ცესკოში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს "შავი ლაქა" უწოდა და შავი საღებავი შეასხა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით კირთაძის წინააღმდეგ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით, ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა