თეგებით ძიება

“ვერ წამომიდგენია, კაცს ნახევარი მილიარდი ჰქონდეს და მელიას მოადგილეობა უნდოდეს” – იაგო ხვიჩია

"ვერ წა­მო­მიდ­გე­ნია, კაცს ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­არ­დი ჰქონ­დეს და მე­ლი­ას მო­ად­გი­ლე­ო­ბა უნ­დო­დეს”, – ამის შე­სა­ხებ “გირ­ჩის” დე­პუ­ტატ­მა იაგო ხვი­ჩი­ამ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ვან კა­ბი­ნეტ­ში ვიცე-მე­რად და­სა­ხელ­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ხა­ზა­რა­ძე მისი კა­რი­ე­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ბევ­რად ამ­ბი­ცი­უ­რი უნდა იყოს და ვერ ხსნის, რა­ტომ სურს ნიკა მე­ლი­ას მო­ად­გი­ლე იყოს.

“ვე­რაფ­რით ვერ ვხსნი, ვერ წა­მო­მიდ­გე­ნია, კაცს ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­არ­დი ჰქონ­დეს და მე­ლი­ას მო­ად­გი­ლე­ო­ბა უნ­დო­დეს, ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით მე­ლი­ას­თან, მაგ­რამ ეს ჩემ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, გა­მიკ­ვირ­და. ჩემი აზ­რით, ბევ­რად ამ­ბი­ცი­უ­რი უნდა იყოს ხა­ზა­რა­ძე მისი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რის­თვი­საც პო­ლი­ტი­კამ­დე ხელი მო­უ­კი­დია. წარ­მა­ტე­ბის სიმ­ბო­ლოა ზო­გა­დად და ამას ყო­ველ­თვის ვა­ფა­სებ“, – გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გა­დად ჩრდი­ლო­ვან კა­ბი­ნეტს, ხვი­ჩია აცხა­დებს, რომ რე­ა­ლუ­რად ეს “ბი­ძი­ნა VS მიშა” შე­თან­ხმე­ბუ­ლი თა­მა­შია, რო­მე­ლიც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­დე­ბა და სწო­რედ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მი­ზა­ნი იყო მთლი­ა­ნად ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი ერ­თად და­ე­მარ­ცხე­ბი­ნა.

“ფაქ­ტია, რომ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა გა­ერ­თი­ან­და რა­ღა­ცის გარ­შე­მო, რო­მელ­საც კო­ა­ლი­ცი­ას ეძა­ხი­ან, მაგ­რამ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის გა­სა­გე­ბია, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი პირ­ველ ტურ­ში რა შე­დე­გე­ბიც დაჯ­და, ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით არის მი­შას და ბი­ძი­ნას არ­ჩევ­ნე­ბი. ახლა მი­შას გარ­შე­მოა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი მთე­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი და რაც 2012 წელს იყო, ზუს­ტად ისე­თი­ვე “მიშა VS ბი­ძი­ნა” თა­მა­შია.

მე არ მაქვს ამ თა­მა­შის წარ­მა­ტე­ბის იმე­დი, რად­გან ქარ­თვე­ლი ხალ­ხი სრუ­ლი­ად სა­მარ­თლი­ა­ნად არის გაბ­რა­ზე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვილ­ზე და ამ სიბ­რა­ზის გა­სა­ქარ­წყლებ­ლად არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია, არა­ნა­ი­რი პი­რო­ბა არ და­უ­დია, რომ გა­მოს­წორ­დე­ბო­და და არა­ვის სჯე­რა ეს. აქამ­დე ეს თა­მა­ში ყო­ველ­თვის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­სარ­გებ­ლოდ სრულ­დე­ბო­და, მე მგო­ნია, რომ ახ­ლაც იგი­ვე გათ­ვლა დევს ამ თა­მაშ­ში, იცით, ჩემი პო­ზი­ცია მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” შე­თან­ხმე­ბუ­ლო­ბის შე­სა­ხებ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” აწყობ­და მთე­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრის ერ­თად მოგ­რო­ვე­ბა და­სა­მარ­ცხებ­ლად. როცა ეს თა­მა­ში ოპო­ზი­ცი­ის და­მარ­ხე­ბით დას­რულ­დე­ბა, თუ ასე მოხ­დე­ბა, მა­შინ შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი რა არის? რას ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა ერ­თად ვი­დე­ქით და წა­ვა­გე­თო არ­ჩევ­ნე­ბი?! კი ბა­ტო­ნო, წავა გა­ყალ­ბე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ეს თუ არ და­დას­ტურ­და, მერე შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი რა არის?”- გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა