თეგებით ძიება

"ენდეთ და მხარი დაუჭირეთ ახლა ამისთანა ბელადს" - ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სატვირთო ავტომანქანით შემოსვლას ეხმაურება.

,,სავადმყოფოში გადაყვანას საჭიროებსო, ამბობენ ექიმები, ადვოკატები, მხარდამჭერები სააკაშვილზე. კი უნდა გადავიდეს, მაგრამ რომელი პროფილის იქნება ეს საავადმყოფო, აი ეს არის საკითხავი: ყოფილი პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, თავის ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის მთქმელი, ჯერ ომიდან და შემდეგ ქვეყნიდან გაქცეული, საქართველოში სიტუაციის არევის მოსურნე, უკრაინაში ამრევ-დამრევი, თავის დროს იქიდანაც გაძევებული, მერე ძალით შევარდნილი, ბოლოს საქართველოში შემოპარული სააკაშვილი, თურმე ტრაილერში, სადაც იმალებოდა, არაჟანით („სმეტანა“) იყო დატვირთული (შეიძლება სავსეც, სანამ ბელადი მუსრს გაავლებდა!) და ვიდეობს იღებდა, „რამე რომ იყოს“, ვითომ როგორ გაიტაცეს და იმ ტრაილერის მძღოლს, რომელიც თავის ჭკუით საქმე გაუკეთა ღუპავდა. პრინციპში, კიდეც დაღუპა და ციხეშიც გაუშვა, მაგრამ „რამე რომ იყოს“ ადამიანის გატაცების ბრალდებით უშვებდა ციხეში… ენდეთ და მხარი დაუჭირეთ ახლა კიდევ ამისთან ბელადს…. ჰო, მართლა, რომელი პროფილის სავადმყოფოში საჭიროებს გადაყვანას?”, – წერს ნიკოლეიშვილი.

ცნობისთვის, ვიდეოში, რომელიც „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა, ტრაილერში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირველი კადრებია და ის უკრაინიდან თბილისამდე სხვადასხვა სცენარს წერს და თავადვე იღებს იმ შემთხვევისთვის, თუ მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც დაგეგმა.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ციხეში შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა