რუსეთში, მამა-შვილი დათვის თავდასხმამ იმსხვერპლა
რუსეთში, სოფელ ლუჩეგორსკის მახლობლად, დათვის თავდასხმას 2 მამაკაცი ემსხვერპლა. გარდაცვლილი მამა-შვილი აგარაკზე იმყოფებოდა.
რუსული მედიის ცნობით, იქამდე, სანამ დათვი ადამიანებს დაესხმებოდა თავს, ის ცხოველთა თავშესაფარში შეიჭრა და 35 ძაღლი მოკლა. ვარაუდობდნენ, რომ ცხოველი ან დაჭრილი იყო, ან ცოფით დაავადებული.
მათივე ინფორმაციით, ცხოველი უკვე ლიკვიდირებულია.
რუსთავი 2