თეგებით ძიება
24. 09. 2024 მსოფლიო

ფლორიდა დამანგრეველი ქარიშხლისთვის ემზადება

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ამ სეზონზე ყველაზე ძლიერი ქარიშხლისთვის ემზადებიან, რადგან კარიბის ზღვის აუზში ჭექა-ქუხილის ძლიერი ზონა იქმნება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მოსალოდნელია, რომ შექმნილმა ვითარებამ ფლორიდის სამხრეთ-აღმოსავლეთით დამანგრეველი ქარიშხალი გამოიწვიოს.

აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის განმარტებით, კარიბის ზღვის აუზში შექმნილი ჭექა-ქუხილის ძლიერი ზონა ფლორიდის შტატთან მიახლოებისას ქარიშხალ "ჰელენად" გარდაიქმნება, რომელიც დამანგრეველ ქარს, ძლიერ წვიმას და შტორმს გამოიწვევს.

ფლორიდის ყურის სანაპირო ზოლი, ენგლვუდიდან ინდურის უღელტეხილამდე ქარიშხლის მოლოდინის რეჟიმშია, მათ შორის ტამპა ბეი და შარლოტა ჰარბორივ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა